f
s

პური

s

ფრანგული ფუნთუშეული

g
s

სენდვიჩები და სალათები

m
s

სასმელები

m
s

პროდუქტები

ყოველდღიურად ახალი, პირდაპირ ღუმელიდან

1839 წელს პარიზული პრესა „ავსტრიულ საცხობზე“ და იქ გამომცხვარ ხრაშუნა ფუნთუშებზე ალაპარაკდა. რიშელიეს ქუჩაზე, 92 ნომერში მდებარე საცხობი ავსტრიელ არტილერისტ აუგუსტ ცანგს ეკუთვნოდა. ლეგენდა ბევრი არსებობს, თუმცა ისტორიულად დადასტურებული ფაქტები პირველი კრუასანის შესახებ სწორედ მის სახელს უკავშირდება. პარიზში ცხოვრების ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში აუგუსტმა არამხოლოდ კრუასანის, არამედ პურის ცხობის ისეთი ტექნიკაც დაამკვიდრა, რომელმაც შემდეგ საფუძველი დაუდო ბაგეტის ცხობასაც. აუგუსტმა უდიდესი კვალი დატოვა ევროპული ცხობის კულტურაში. შთაგვაგონა ჩვენც და შევქმენით ბრენდი, რომელიც სწორედ ევროპულ ტრადიციებს იყენებს თანამედროვე ცხობის პროცესში.