1839 წელს პარიზული პრესა „ავსტრიულ საცხობზე“ და იქ გამომცხვარ ხრაშუნა ფუნთუშებზე ალაპარაკდა. რიშელიეს ქუჩაზე, 92 ნომერში მდებარე საცხობი ავსტრიელ არტილერისტ აუგუსტ ცანგს ეკუთვნოდა. ლეგენდა ბევრი არსებობს, თუმცა ისტორიულად დადასტურებული ფაქტები პირველი კრუასანის შესახებ სწორედ მის სახელს უკავშირდება.

პარიზში ცხოვრების ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში აუგუსტმა არამხოლოდ კრუასანის, არამედ პურის ცხობის ისეთი ტექნიკაც დაამკვიდრა, რომელმაც შემდეგ საფუძველი დაუდო ბაგეტის ცხობასაც.

აუგუსტმა უდიდესი კვალი დატოვა ევროპული ცხობის კულტურაში. შთაგვაგონა ჩვენც და შევქმენით ბრენდი, რომელიც სწორედ ევროპულ ტრადიციებს იყენებს თანამედროვე ცხობის პროცესში.

წერეთლის ფილიალი

აუგუსტის პირველი ფილიალი ფილიალი თბილისში 2019 წლის ოქტომბერში გაიხსნა წერეთლის 55 ნომერში. ეს არის ღია ტიპის საწარმო და კაფე, სადაც სტუმრის თვალწინ იზილება ცომი, მზადდება და ცხვება არტიზანული პური, ფრანგული საკონდიტრო ნაწარმი, ნამცხვრები, სალათები, სენდვიჩები.

ჭავჭავაძის ფილიალი

აუგუსტის მეორე ფილიალი ჭავჭავაძის 16 ნომერში 2019 წლის დეკემბერში გაიხსნა. ყავისა და ახლადგამომცხვარი პურ-ფუნთუშეულის სურნელით სავსე ფილიალი იდეალური ადგილია მყუდროდ მოკალათებისთვის სამუშაოდ, შეხვედრებისთვის, ლანჩისთვის და ასე შემდეგ.